მთავარისაქართველოპარლამენტმა ამნისტიისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონთა პაკეტი II მოსმენით მიიღო

პარლამენტმა ამნისტიისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონთა პაკეტი II მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონთა პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. ამ კანონთა პაკეტის მიღების ინიციატივა მმართველ პარტიას ეკუთვნის და როგორც „ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, ის ერის ზნეობრივ დაცვას ემსახურება.

დღესვე, 4 სექტემბერს, პარლამენტმა მეორე მოსმენით კენჭი უყარა კანონპროექტს „ამნისტიის შესახებ“. ამნისტიის შედეგად, დაახლოებით, 1000 ადამიანი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ხოლო 4 800-მდე ადამიანს სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდება, 7000-მდე პრობაციონერს ვადა არანაკლებ ერთი წლით შეუმცირდება. ამნისტია არ შეეხება მძიმე კატეგორიის დანაშაულში მსჯავრდადებულ პირებს.

კანონპროექტების მე-3, საბოლოო კენჭისყრაზე დამტკიცებას პარლამენტი სექტემბრის ბოლომდე გეგმავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend