მთავარიკულტურაMaison Keti 2025 წლის გაზაფხულ-ზაფხულის კოლექციას პარიზში წარადგენს

Maison Keti 2025 წლის გაზაფხულ-ზაფხულის კოლექციას პარიზში წარადგენს

მოდის ინდუსტრიის ქართული ბრენდი Maison Keti 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას 28 სექტემბერს პარიზში წარადგენს. მანამდე კი, დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძის მიერ შექმნილი ტანისამოსი თბილისში, ვასო აბაშიძის ახალ თეატრში, მოდელებმა თაკო ნაცვლიშვილმა, მარიშა ურუშაძემ და ნინო ცქიტიშვილმა მოირგეს.

ახალი კოლექციის მთავარი ფერები წელსაც შავი და თეთრია, რომლებიც ჰაეროვან ქსოვილებთან არის შერწყმული. ვასო აბაშიძის ახალ თეატრში Maison Keti 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ფოტოსესიაც გაიმართა. საკუთარი კოლექციიდან სამოსი თავად დიზაინერმაც მოირგო.

„ევრონიუს ჯორჯიასთან” ფოტოგრაფი მარი ნაკანი ამბობს, რომ ამ ფოტოსესიის მიზანი ქართული კულტურის, არქიტექტურისა და დიზაინერების შემოქმედების ევროპისთვის გაცნობაა. პიტერ ლინდბერგის ინსპირაციით შთაგონებულ ფოტოებს საზოგადოება უახლოეს პერიოდში პარიზში იხილავს.

📸 სალი დუნდუა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend