მთავარისაქართველოსალომე ზურაბიშვილმა კონფერენციის „გარდამტეხი წელი“ მონაწილეებს უმასპინძლა

სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციის „გარდამტეხი წელი“ მონაწილეებს უმასპინძლა

„საქართველო მართლაც გარდამტეხ მომენტშია” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა ორბელიანების სასახლეში სიტყვით გამოსვლისას, სადაც მან თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციის „გარდამტეხი წელი” ორგანიზატორებსა და მონაწილეებს უმასპინძლა.

პრეზიდენტის განცხადებით, ტრაგედიაა, როდესაც კონკრეტული პირები მთავარ პარტნიორებს წლების განმავლობაში ომის პარტიას უწოდებენ და არაფერს ამბობენ მეზობელ ქვეყანაზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას სჯერა, რომ მოსახლეობა არჩევნებზე თავის სიტყვას იტყვის და ის ენდობა ქართველ ხალხს. პრეზიდენტმა საუბრისას ასევე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზეც გაამახვილა ყურადღება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend