კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის პარალელურად წინანდლის მამულში აბსტრაქციონისტი ფერმწერის, ჯიბსონ ხუნდაძის, გამოფენა გაიხსნა. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილია ჯიბსონ ხუნდაძის ათამდე ნამუშევარი.
დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს როგორც მისი აბსტრაქციების, ისე მხატვრის ფიგურატიული ნამუშევრები.
ჯიბსონ ხუნდაძის გამოფენა, რომლის წარმდგენიც „სილქნეტია”, წინანდლის მამულში ნოემბრამდე გაგრძელდება.