მთავარისაქართველოსაქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მორიგი პროცესი გაიმართა. საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეს ეხებოდა სასამართლო სხდომა, რომელსაც ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ესწრებოდა. პროცესს დისტანციურად დაესწრო თავად მიხეილ სააკაშვილიც. მან მადლობა გადაუხადა ანა ფოტიგას იმისთვის, რომ ყველაზე რთულ მომენტში არ მიატოვა საქართველო და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი.

სხდომის მიმდინარეობისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო გზავნილები ქვეყნისთვის დიდი საფრთხის შემცველია. მისი თქმით, ივანიშვილს განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების ციხეში ჩასმა და ოპოზიციის გაუქმება სურს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში ევროკავშირი უვიზო მიმოსვლას გააუქმებს. როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ემუქრება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend