მთავარისაქართველომზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის

მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კანონით განსაზღვრული ვადა 30 აგვისტოს ამოიწურა და ამ დროისთვის ცესკოში 27 პარტიაა რეგისტრირებული.

ცესკოს ცნობით, პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების წარმოდგენას, რისთვისაც მათ ვადა 26 სექტემბრამდე აქვთ. კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა.

ყოველ პარტიას უფლება აქვს წარადგინოს თითო პარტიული სია. პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. ასევე დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend