ზაფხულის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები მოედანს 7 სექტემბერს დაუბრუნდება და ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
დღეს, 30 აგვისტოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან ალექსანდრე იაშვილთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. მათ მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ისაუბრეს.
მანამდე კი, 29 აგვისტოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დაასახელა ფეხბურთელთა ის შემადგენლობა, რომლითაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება.
“ჩემი აზრით, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ჩეხეთთან მატჩი ყველაზე რთული იყო ჩვენი ნაკრებისთვის, რადგან ჩეხეთის ნაკრები ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენ პერიოდულად გაგვიჭირდა მათთან თამაში. ვფიქრობ, რომ ახლა ამ თამაშზეც იგივე გველის და ამისთვის ჩვენი ფეხბურთელები მზად უნდა იყვნენ. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ირაკლი აზაროვი ნაკრებში დაბრუნდა, არის ის, რომ ლევან შენგელია გამოგვაკლდა. ირაკლის კი შანსი მიეცემათ, რომ დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები. ჩვენ ნაკრებში გარკვეულ ადგილებზე ბევრი ვარიანტი გვაქვს და კონკურენციაც დიდია – როგორც ფლანგებზე, ასევე თავდასხმაში ან ნახევარდაცვაში და სხვა პოზიციებზე. არა მხოლოდ ირაკლისთვის, არამედ ყველა ფეხბურთელისთვის გადამწყვეტი იქნება მოედანზე თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა და იმის დამტკიცება, რომ ისინი ნაკრებში თამაშს იმსახურებენ”, – თქვა ვილი სანიოლმა.