მთავარიევროპაუკრაინაუკრაინაში გამანადგურებელი F-16 ჩამოვარდა

უკრაინაში გამანადგურებელი F-16 ჩამოვარდა

გამოცემა Wall Street Journal-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ორშაბათს, 26 აგვისტოს, უკრაინაში პირველი გამანადგურებელი F-16 ჩამოვარდა.

მოგვიანებით CNN-მა ასევე წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ გამანადგურებლის ჩამოვარდნის დროს, დაიღუპა პილოტი. გამოცემა ავიაკატასტროფას უკრაინისთვის დიდ დანაკარგს უწოდებს და ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ძალიან მცირე რაოდენობის პილოტმა გაიარა სწავლება იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მართოს ამერიკული F-16.

დასავლური მედიების წყაროს ცნობით, ჩამოვარდნის მიზეზი პილოტის შეცდომა იყო, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, თვითონ გამნადგურებლის ჩამოვარდნის ფაქტს კი უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს.

„რუსეთის ფედერაციიდან უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმის მოგერიებისას საზენიტო-სარაკეტო ძალების დანაყოფებთან ერთად გამოიყენეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში არსებული გამანადგურებლები F-16.

საჰაერო ბრძოლის დროს, F- 16-ის თვითმფრინავებმა აჩვენეს მაღალი ეფექტიანობა, მათ ჩამოაგდეს მტრის 4 ფრთოსანი რაკეტა. შემდე სამიზნესთან მიახლოებისას ერთ-ერთ თვითმფრინავთან დაიკარგა კავშირი და მოგვიანებით გაირკვა, რომ გამანადგურებელი ჩამოვარდა და პილოტი დაიღუპა“, – ვკითხულობთ უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.

ავარიის მიზეზების დასადგენად უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ სპეციალური კომისია დანიშნა.

F-16-ების მიწოდებას უკრაინა მოკავშირეებს ომის დაწყებისთანავე სთხოვდა, თუმცა დასავლეთში დიდი ხნის განმავლობაში ამაზე უარს ეუბნებოდნენ, რადგან არსებობდა კონფლიქტის ესკალაციის რისკები.

პირველი ამერიკული F-16 უკრაინაში მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში გაიგზავნა, რაოდენობა ოფიციალური წყაროებიდან უცნობია, თუმცა რამდენიმე დასავლური მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ჯამში გადაცემულია 10 გამანადგურებელი და კიდევ 10 დაემატება წლის ბოლომდე. ასევე როგორც ცნობილი გახდა F-16 უკრაინას ნიდერლანდებმაც გადასცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend