მთავარიამერიკააშშMamma Mia: ABBA დონალდ ტრამპს სთხოვს, შეწყვიტოს მათი მუსიკის გამოყენება

Mamma Mia: ABBA დონალდ ტრამპს სთხოვს, შეწყვიტოს მათი მუსიკის გამოყენება

ყველასთვის ცნობილი, შვედური პოპ-ჯგუფი  ABBA დონალდ ტრამპს სთხოვს, რომ შეწყვიტოს მათი მუსიკის გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიის დროს, თუმცა რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის გუნდი ამბობს, რომ მათ ABBA-ს ნაწარმოებების გამოყენების ნებართვა აქვთ.

ABBA-მ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში, გამოქვეყნებული ვიდეოებით აღმოაჩინა, რომ მათ მუსიკას და ვიდეოკლიპებს, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე უნებართვოდ იყენებდნენ,  შედეგად, ABBA-მ და მისმა წარმომადგენელმა დაუყოვნებლივ მოითხოვეს კონტენტის წაშლა, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

შესაბამისად, ნებართვა ან ლიცენზიის მიღება, მათი მუსიკის შესასრულებლად მათ არ შეუთავაზებიათ.

ამის, საპასუხოდ ტრამპის კამპანიის სპიკერმა განაცხადა, რომ მან ლიცენზია მოიპოვა.

„ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ABBA-ს მუსიკის დაკვრის ლიცენზია გვქონდა, BMI-სა და ASCAP-თან შეთანხმებით“, – განუცხადა სპიკერმა Associated Press-ს.

ABBA იმ შემსრულებელთა გრძელ სიაშია, რომლებიც აპროტესტებდნენ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიების დროს მათი სიმღერების გამოყენებას. მაგალითად, ეს მოხდა 2020 წლის არჩევნების წინ, როცა მათი ნაწარმოებების გამოყენება გააპროტესტეს, რიანამ, ფილ კოლინზმაფარელ უილიამსმა, ნილ იანგმაედი გრანტმა, Guns N’ Roses-მა და ა.შ.

სელინ დიონმა დონალდ ტრამპს სთხოვა, შეეწყვიტა “My Heart Will Go On”-ის გამოყენება, ხოლო ბიონსემ აუკრძალა  მისი სიმღერა “Freedom”-ის  წინასაარჩევნო კამპანიის ვიდეოში გამოყენება.

შინეიდ ო’კონორის მემკვიდრეებმა ასევე მოსთხოვეს ტრამპს, რომ შეეწყვიტა გარდაცვლილი შემსრულებლის სიმღერის “Nothing Compares 2 U”-ს გამოყენება.

საარჩევნო კამპანიებისთვის არ არის საჭირო  არტისტის პირდაპირი ნებართვა, მათი სიმღერების შესასრულებლად, თუ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ ან ღონისძიების ჩატარების ადგილმა მოიპოვა ე.წ. საერთო ლიცენზია, შემსრულებლების უფლებების დამცველი ორგანიზაციებისგან ASCAP-ისა და BMI-სგან.

პოპჯგუფი “ABBA” – Copyright AP

შვედურმა ყოველდღიურმა გაზეთმა Svenska Dagbladet-მა განაცხადა, რომ ივლისში მინესოტაში მისი ჟურნალისტი  დაესწრო ტრამპის წინასაარჩევნო ღონისძიებას, სადაც შესრულდა ABBA-ს «The Winner Takes it All».

ABBA-ს  20 სიმღერა, რომლებიც  Billboard Hot 100-ში, ძირითადად 1970-იან და 1980-იან წლებიდან შევიდა.  2021 წელს ჯგუფმა გამოუშვა ახალი ალბომი  სახელწოდებით “Voyage”.

1974 წელს ABBA-მ სიმღერით «Waterloo» მოიგო  მუსიკალური კონკურსი „ევროვიზია“ და გახდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჯგუფი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend