მთავარისაქართველოე. წ. აგენტების რეესტრში დასარეგისტრირებლად განცხადება 233 ორგანიზაციამ წარადგინა

ე. წ. აგენტების რეესტრში დასარეგისტრირებლად განცხადება 233 ორგანიზაციამ წარადგინა

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ ამ დროისთვის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“ დარეგისტრირებისთვის განცხადება 233-მა ორგანიზაციამ წარადგინა.

მისივე თქმით,  საქართველოში დაახლოებით 30 000-მდე არასამეწარმეო იურიდიული პირი მოქმედებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად“ დარეგისტრირებისთვის განცხადება ორგანიზაციათა მხოლოდ 0.77%-მა წარადგინა.

უცნობია, რამდენი ორგანიზაცია ექცევა ე.წ. გამჭვირვალობის კანონის მოქმედების ქვეშ. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, თეიმურაზ ტუღუშის კითხვას ამის თაობაზე, თამარ ტყეშელაშვილმა უპასუხა, რომ რიცხვებს საჯარო რეესტრთან დააზუსტებს.

საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვა გრძელდება. დღეს, 20 აგვისტოს სხდომაზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს უსმენენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend