მთავარისაქართველოანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებელ კომპანიასთან კონტრაქტი გაფორმდა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებელ კომპანიასთან კონტრაქტი გაფორმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხელშეკრულება ბელგიურ კომპანია იან დე ნულთან გაფორმდა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა საზღვაო მიმართულებით. ხელმოწერის ცერემონია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა.

“ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ისე მთლიანად შუა დერეფნის ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდაში. მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტის მშენებლობის პროცესში ასეთი დიდი გამოცდილებისა და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიის ჩართვა, რომელიც სწორედ საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული”,- აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი.

„იან დე ნული“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ე.წ. დიდი ოთხეულიდან შეირჩა.

„იან დე ნული“ წამყვანი საზღვაო კომპანიაა, რომელიც სპეციალიზდება წყალქვეშა მიწასახაპ სამუშაოებზე. მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა კომპანიამ მოიპოვა ანაკლიის პორტის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების უფლება. ამ პროექტის მიმართულებით რამდენიმე წელია ვმუშაობთ და ამაყები ვართ, რომ ვართ ამ პროექტის ნაწილი, რომლის განხორციელებაც საქართველოს მთავრობამ დაიწყო“, – განაცხადა Jan De Nul NV-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა, ტიმ დევოლდერმა.

ანაკლიის საზღვაო ნავსადგურისთვის, კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend