,,ამჟამად კურსკის რეგიონში წვევამდელები თავდაცვითი ძალების დიდ ნაწილს წარმოადგენენ. სწორედ მათ აქცევენ ალყაში და ატყვევებენ. ეს პუტინის სისუსტეა, ადგილობრივის აღქმით. იმ შემთხვევაში, თუ იგი გააგრძელებს იმის ჩვენებას, რომ არ არის კურსკში წვევამდელების დაცვით დაინტერესებული და გააგრძელებს მათ გამოყენებას მთავარ თავდაცვით ხაზში – ვფიქრობ, მომავალში ამას აუცილებლად ექნება გავლენა საზოგადოებრივ აღქმაზე”, – ამბობს კაროლინა ჰირდი, ,,ომის შესწავლის ინსტიტუტიდან”.
რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია სახელად, ,,დაიკარგე“ რუსეთის მოქალაქეებს ეხმარება, თავი აარიდონ ომში გაწვევას.
ორგანიზაციის წარმომადგენლის ივან ჩუვილიაევის თქმით, უკრაინული თავდასხმის დაწყებიდან მათ ასობით ადამიანმა მიმართა კურსკის, ბელგოროდის და ბრიანსკის რეგიონებიდან.
,,ამიტომ გამოცხადდა კონტრტერორისტული საოპერაციო რეჟიმი, ან როგორც ამას პუტინი უწოდებს – კონტრტერორისტული სიტუაცია…. რადგან სწორედ, ეს რეჟიმი იძლევა ამ რეგიონებში წვევამდელების ომში ჩართვის საშუალებას. ეს ყველაზე ხშირი მეთოდია. წვევამდელებს კონტრაქტის გაფორმებას აიძულებენ, რაც ნიშნავს, რომ უკან ვეღარ დაბრუნდებიან. კურსკის შემდეგ მათ მოუწევთ, ბრძოლის გაგრძელება პუტინის სიცოცხლის ბოლომდე. ან ომის დასრულებამდე.. ან თავიანთი ცხოვრების ბოლომდე“, – ამბობს ივან ჩუვილიაევი.
რუსეთში სამხედრო სამსახურში გაწვევის მორიგი ტალღა 1 ოქტომბერს დაიწყება. კანონის თანახმად, წვევამდელებს მოუწევთ დამატებით 4-თვიანი სამხედრო სამსახურის გავლა და სამხედრო სპეციალობის მიღება, რათა ჩაერთონ კონტრტერორისტულ ოპერაციაში.
შესაბამისად, წვევამდელები 2025 წლის თებერვლამდე ომში არ ჩაერთვებიან, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ისევე, როგორც კურსკში გაგზავნილ წვევამდელებს, მათ ნამდვილი ბრძოლა მოსალოდნელზე ადრე იხილონ.