მთავარიამერიკაარგენტინაარგენტინაში პენსიონერთა მასობრივი დემონსტრაციები იმართება

არგენტინაში პენსიონერთა მასობრივი დემონსტრაციები იმართება

არგენტინაში პენსიონერების მასობრივი დემონსტრაციები იმართება. საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

სპეციალური დანიშნულების რაზმმა პროტესტის მონაწილეები, რომლებიც გზის გადაკეტვას შეეცადნენ, ხელკეტებით სცემა და მათ წინააღმდეგ წიწაკის „სპრეი“ გამოიყენა.

დემონსტრაციების მიზეზი არგენტინის პრეზიდენტის, ხავიერ მილეის გადაწყვეტილება გახდა. პრეზიდენტი კონგრესის მიერ პენსიის 8%-ით გაზრდის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის ვეტოს დადებას აპირებს. მისი თქმით, ეს კონგრესის მხრიდან უპასუხისმგებლო ნაბიჯი იყო.

„ისინი აპირებენ ცხოვრების სურვილი წაართვან მათ, ვინც მთელი ცხოვრება მუშაობდა. ამ ადამიანებს არ შეუძლიათ იმის ჭამა, რაც სურთ. ელექტროენერგიის გადასახადი გაიზარდა, არ ვიცი როგორ ცხოვრობენ ეს ადამიანები. ბევრს უჭირს და ჩვენნაირ ქვეყანაში რთულია ამის დაჯერება“, – ამბობს ელზა ლაზარე, პენსიაზე გასული მასწავლებელი.

ხავიერ მილეი ულტაკონსერვატი, პოპულისტი პოლიტიკოსია, თუმცა ის თავის თავს ლიბერტარიანელს უწოდებს და მხარს უჭერს არგენტინის ეკონომიკის დერეგულაციას. ამისათვის ,მან 15 000-მდე საჯარო სამსახური გააუქმა და 20 000-ზე მეტი საჯარო მოხელე დაითხოვა. მისი პოლიტიკა მიმართულია სახელმწიფო ხარჯების მაქსიმალურად შემცირებისკენ.

„ჩვენ აქ არ ვდგავართ მხოლოდ იმიტომ, რომ გაზრდილი პენსიები გვსურს. ცხოვრება გაძვირდა,ვგულისხმობ კვებას, ტრანსპორტს და სხვა. ჩვენი ყოველდღიური საჭიროებების ხელმისაწვდომობა იკლებს და ამიტომ ახლა ამ პროტესტში მხარი მაქსიმალურად უნდა დავუჭიროთ ერთმანეთს“, – ამბობს ჯერმან აბდალა, პენსიაზე გასული ექიმი.

არგენტინაში ბოლო შვიდი თვის ინფლაციამ 87% შეადგინა. მინიმალური პენსია 225 000 პესოა, რაც 233$-ია, ხოლო საარსებო მინიმუმი, რომელიც საკვებს, წამლებსა და სხვა პროდუქტს მოიცავს, 291 000 პესო, რაც 301$-ია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend