მთავარიევროპაუკრაინავოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის არმიამ კურსკში 1 300 კილომეტრზე მოიპოვა კონტროლი

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის არმიამ კურსკში 1 300 კილომეტრზე მოიპოვა კონტროლი

„დონეცკში რუსული ჯარების რაოდენობა აჩვენებს, რომ რუსეთს დონეცკის რეგიონის ოკუპაცია სურს”, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა. გუშინ კიევში გამართულ ბრიფინგზე უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის სამხედრო მოქმედებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

ზელენსკის განცხადებით, უკრაინის არმიამ რუსეთის რეგიონ კურსკში 1300 კილომეტრზე მოიპოვა კონტროლი. ზელენსკიმ ასევე ისაუბრა უკრაინის გამარჯვების გეგმაზე. მისი განცხადებით, სანამ გამარჯვების გეგმის შესახებ საზოგადოებას უფრო მეტ დეტალს გააცნობს, გეგმა ჯერ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს უნდა წარუდგინოს.

„უკრაინის გამარჯვების გეგმის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც უკვე პრაქტიკულად შესრულებულია, კურსკის რეგიონია. მეორე მიმართულება მსოფლიოს უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში უკრაინის სტრატეგიული განთავსებაა. მესამე მიმართულების ფარგლებში კი ჩვენი მიზანია რუსეთი ვაიძულოთ, რომ ომი დიპლომატიური გზით დავასრულოთ.“

„მიმაჩნია, სამართლიანი იქნება თუ ამ გეგმას ჯერ შეერთებული შტატების პრეზიდენტს წარვუდგენთ. ამ გეგმის წარმატება სწორედ მასზეა დამოკიდებული. გადმოგვეცემა ის, რაც ამ გეგმითაა საჭირო? გვექნება თუ არა არსებული აღჭურვილობის თავისუფლად გამოყენების შესაძლებლობა. ვფიქრობ, ამ გეგმას სექტემბერში წარვადგენ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend