მთავარიკუბიSpaceX-ის ისტორიული მისია შორეულ ორბიტაზე

SpaceX-ის ისტორიული მისია შორეულ ორბიტაზე

ისტორიული კოსმოსური მისია Polaris Dawn უნდა დაწყებულიყო გუშინ, 27 აგვისტოს, თუმცა ჰელიუმის გაჟონვის გამო ფრენა დროებით გადაიდო.

კოსმოსური მისია დაფინანსებულია მილიარდერი-ავიატორი ჯარედ აიზეკმანის მიერ, რომელმაც დააფინანსა და მონაწილეობა მიიღო 2021 წელს პირველ სამოქალაქო მისიაში. მილიარდერთან ერთად კოსმოსურ ხომალდზე SpaceX წამყვანი ინჟინერი და ასტრონავტი იქნება, ჯამში ეკიპაჟში სულ 4 ადამიანი.

ხუთდღიანი მისიის მიზანი არამხოლოდ მილიარდერის ღია კოსმოსში წაყვანაა, არამედ პილოტირებული ფრენების ისტორიაში დედამიწიდან განსაკუთრებით დაშორებულ ორბიტაზე გასვლა.

აღსანიშნავია, რომ დედამიწიდან ამაზე უფრო შორს ნამყოფები არიან მხოლოდ ასტრონავტები, რომლებიც “აპოლოს” მთვარის მისიებში მონაწილეობდნენ.

ასეთი ფრენების დროს ეკიპაჟებს ვან ალენის რადიაციულ სარტყელში უწევთ გავლა.

ამ სარტყელში ასტრონავტებმა ბოლოს 70-იან წლებში გაიარეს, როდესაც ამერიკელი ასტრონავტები მთვარეზე დაეშვნენ.

რადიაციას უნდა შეეგუონ როგორც ადამიანები, ასევე ახალი ტექნოლოგია და ის კომპიუტერები, რომლებიც თანამედროვე ხომალდებშია გამოყენებული. ნასაში აცხადებენ, რომ ამჟამინდელი კომპიუტერული ჩიპები, შესაძლოა უფრო მგრძნობიარე იყოს რადიაციის გავლენისადმი, ვიდრე 70-იან წლებში გამოყენებული შედარებით მარტივი სისტემები. თუმცა ნასაში ამბობენ, რომ გაფრენამდე ყველა ტექნოლოგია მაქსიმალურად შეამოწმეს.

SpaceX იმედი აქვს, რომ ამ მისიის შემდეგ მიიღებენ ღირებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ააწყონ უკეთესი ხელსაწყოები და კოსმოსური ხომალდები სამომავლო მისიებისთვის, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება მომავალში მთვარეზე ადამიანების გაგზავნას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend