მთავარიევროპარუსეთისერგეი ლავროვი დასავლეთს აფრთხილებს, რომ ისინი „ცეცხლს ეთამაშებიან"

სერგეი ლავროვი დასავლეთს აფრთხილებს, რომ ისინი „ცეცხლს ეთამაშებიან”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის მოთხოვნა Storm Shadow რაკეტები რუსეთის სიღრმეში გამოსაყენებლად არის შანტაჟი.

ლავროვმა ასევე გააფრთხილა დასავლეთი და თქვა, რომ დასავლეთი სახიფათო კურსს დაადგება, თუ ის უკრაინას მოუხსნის  დასავლური იარაღის გამოყენების შეზღუდვებს. ზელენსკიმ ადრე მოუწოდა დასავლეთს, არ შეეშინდეს მოსკოვის პოტენციური ესკალაციის და განაცხადა, რომ კიევის შეჭრა რუსეთის კურსკის რეგიონში ადასტურებს, რომ მოსკოვს „წითელი ხაზები“ არ აქვს.

“ეს არის შანტაჟი. დასავლეთი ამბობს, რომ მათ არ სურთ ზედმეტი ესკალაცია, მაგრამ ეს ტყუილია, დასავლეთს არ სურს ესკალაციის თავიდან აცილება, პირიქით ისინი ამას ითხოვენ”,-განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

“ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი დოქტრინა, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენების დოქტრინა, რომელიც, სხვათა შორის, ახლა ზუსტდება და მის შესახებ ვაშინგტონში ძალიან კარგად იციან”, – თქვა ლავროვმა.

“ვაშინგტონში, ზოგიერთმა ანონიმურმა წყარომ განაცხადა, რომ უკრაინის მოთხოვნა პოტენციურად განიხილება. მეტს, ალბათ აქ აღარაფერს დავამატებ, პრეზიდენტმა ყველაფერი გარკვევით თქვა. დასავლეთი ცეცხლს ეთამაშება და როდესაც ბირთვულ იარაღს ეხება საქმე ეს ძალიან სახიფათოა”, – ამბობს სერგეი ლავროვი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend