მთავარისაქართველოპიტერ სტანოს განცხადებით, ბრიუსელი შეშფოთებულია გასულ კვირას მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი ინიციატივით

პიტერ სტანოს განცხადებით, ბრიუსელი შეშფოთებულია გასულ კვირას მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი ინიციატივით

ევრონიუსის ცნობით, ევროკავშირი საქართველოს აფრთხილებს, რომ ხელისუფლების გეგმა- საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კანონგარეშედ გამოაცხადოს ოპოზიციური პარტიები – გაანადგურებს ქვეყნის დემოკრატიას და დასავლეთს აიძულებს, მკაცრი საპასუხო ნაბიჯი გადადგას.

“ქართული ოცნების” გეგმის შესახებ ევრონიუსთან ევროკომისიის საგარეო საქმეთა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ისაუბრა.

ევრონიუსის ცნობით, სტანომ აღნიშნა, რომ ბრიუსელი შეშფოთებულია გასულ კვირას მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი ინიციატივით, რომელიც “ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვას” ეხება.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირის გზას და ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend