აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 28 აგვისტოს გამთენიისას, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სადარაკსკის რეგიონში განლაგებულ აზერბაიჯანულ სამხედრო პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. განცხადებაში ბაქო ერევანს პროვოკაციაში ადანაშაულებს, თუმცა სომხური მხარე ბრალდებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.
ინფორმაციისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით, სამ ათწლეულზე მეტი ხნის წინ დაწყებული სამხედრო კონფლიქტი შეთანხმებით დასრულდა – აზერბაიჯანმა ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი იანვრიდან ე.წ „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ“ არსებობა შეწყვიტა.
ბოლო პერიოდში მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე.
მიმდინარე წლის 18-19 აგვისტოს, ბაქოში ოფიციალური ვიზიტისას ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს დაუდასტურა მოსკოვის მზაობა, ჩართულიყო ბაქო-ერევნის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაში.