ხუთი წელი გავიდა, რაც ფილმმა „ჯოკერი“ ვენეციის 76- ე კინოფესტივალის ტოპ პრიზი, ოქროს ლომი, მოიგო. კინორეჟისორი ტოდ ფილიპსი ახლა უკვე ფილმის სიკველით გვიბრუნდება: „ჯოკერი: სიგიჟე ორისთვის“ ვენეციის 81-ე კინოფესტივალზე პრიზის ერთ-ერთი კანდიდატი იქნება. მაყურებელი ფილმს ეკრანებზე 4 ოქტომბერს ნახავს.
მთავარ როლში ხოაკინ ფენიქსთან ერთად მაყურებელი იხილავს ლედი გაგასაც, რომელიც ჰარლი ქვინის, ჯოკერის ცხოვრების სიყვარულის როლში იქნება.
ვენეციის ფესტივალის ხელმძღვანელის, ალბერტო ბარბერას თქმით, ფილმი სრულიად განსხვავდება პირველი ნაწილისგან და გამოყენებული მუსიკა კი „ყველაზე ორიგინალურია უახლეს ამერიკულ ფილმებს შორის“.
ფილმის სიუჟეტში არტურ ფლეკი(ხოაკინ ფენიქსი) ქალაქ არკჰეიმში საკუთარი დანაშაულებისთვის განაჩენს ელოდება, როდესაც მოულოდნელად თავისი ცხოვრების სიყვარულს, ჰარლი ქვინს(ლედი გაგა), აღმოაჩენს, ხოლო მასთან ერთად კი მუსიკას, რომელიც მასში ყოველთვის იმალებოდა.
„ვენეციის კინოფესტივალი ყოველთვის გამოირჩეოდა თამამი გადაწყვეტილებებით. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, ვგულისხმობ, თუ როგორ მიიღო ფილმი ფესტივალმა და მან „ჯოკერის“ მსგავსად წელს სხვა ფილმებიც ასე მიიღო. მიხარია, რომ ერთ-ერთი ჩვენ ვართ, რადგან ამ ფილმით მართლაც დიდი სიმამაცე გამოვიჩინეთ“, – განაცხადა ტოდ ფილიპსმა ვენეციის 76-ე კინოფესტივალზე.
ფილმის პირველი ნაწილი 11 ოსკარისთვის იყო ნომინირებული და თითქმის $1 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.