ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების კარს ხსნის.
თუმცა, 85 წლის ალი ხამენეიმ ირანის პრეზიდენტ, მასუდ პეზეშკიანის მთავრობას წითელი ხაზები დაუწესა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში სიფრთხილისკენ მოუწოდა.
მან განცხადებაში ამერიკა, როგორც „მტერი“ ისე მოიხსენია, რომელსაც ირანი არასდროს „არ უნდა ენდოს.“
ირანის სახელმწიფოებრივ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილება ყოველთვის უზენაეს ლიდერს ეკუთვნის.
„ჩვენ მტრებზე იმედები არ უნდა დავამყაროთ. არ უნდა ველოდოთ მათ თანხმობას, რომ ჩვენი გეგმები განვახორციელოთ. თუმცა ეს არ ეწინააღმდეგება მტერთან მუშაობას ზოგიერთ სფეროში. ბარიერებს ნამდვილად არ ვაწესებთ, მაგრამ ამერიკელებს ნუ ენდობით და მათზე დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ’’,-განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ.