ავღანეთში „თალიბანის“ ახალი კანონების თანახმად, ქალებს საჯარო სივრცეებში საუბარი აეკრძალებათ.
შეზღუდვები დაგმო როზა ოტუნბაევამ, გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა ავღანეთში. ოტუნბაევამ თქვა, რომ „თალიბანი“ განაგრძობს, ქალთა და გოგონების უფლებებზე „გაუსაძლისი შეზღუდვების” დაწესებას.
Statement from Special Representative of the Secretary-General and head of the@UN Assistance Mission in #Afghanistan on ratification by de facto authorities of morality law. Full statement (English, Dari, Pashto): https://t.co/roRs40CtHS pic.twitter.com/sum6OoLdvP
— UNAMA News (@UNAMAnews) August 25, 2024
გასულ კვირას „თალიბანმა“ გამოაქვეყნა ახალი „მანკიერებისა და სათნოების“ კანონები. ახალი კანონების თანახმად, ქალებმა უნდა დაიფარონ თავიანთი სხეული, მათ შორის სახე სქელი ნაჭრით, რათა კაცები ცდუნებაში არ ჩააგდონ.
ქალის ხმა ასევე განიხილება, როგორც პოტენციური მანკიერების ინსტრუმენტი და შესაბამისად, არ დაიშვება საჯაროდ მოსმენა. ახალი შეზღუდვების მიხედვით. ქალებს ასევე ეკრძალებათ, სიმღერა და ხმამაღლა კითხვა.
ამიერიდან, ავღანელ ქალებს ასევე ეკრძალებათ, პირდაპირ შეხედონ მამაკაცებს, რომელთანაც სისხლით ნათესაობა ან ქორწინება არ აკავშირებთ, ხოლო ტაქსის მძღოლები დაისჯებიან თუ ისინი მამაკაცის ესკორტის გარეშე დათანხმდებიან ქალების გადაყვანას.