მთავარიმსოფლიოდუროვის დაკავებამ შესაძლოა, შეაფერხოს რუსეთის გეგმები უკრაინაში

დუროვის დაკავებამ შესაძლოა, შეაფერხოს რუსეთის გეგმები უკრაინაში

პაველ დუროვის დაკავებამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას რუსულ სამხედრო გეგმებს უკრაინაში. რუსულენოვანი აუდიტორიისთვის ტელეგრამი ძალიან პოპულარულია და გადამწყვეტ როლს ასრულებს უკრაინის ომში, როგორც საველე ოპერაციებში, ასევე მოსკოვის პროპაგანდის გავრცელებაში.

ომის შესწავლის ინსტიტუტის თანახმად, ტელეგრამი არის უკრაინაში რუსი სამხედრო პერსონალისთვის ოფიციალური კომუნიკაციების მთავარი ალტერნატივა.

,,ეს არ არის მხოლოდ ახალი ამბების წყარო, არამედ არის ერთგვარი საკომონუკაციო საშუალებაც, რომელიც გამოიყენება მოქმედებების კოორდინაციისთვის, სხვადასხვა ვიდეო თუ აუდიო მასალების შესანახად, დიდი ფაილების გასაზიარებლად. ამასთან ტელეგრამზე ბევრი არხია, რომელიც პირდაპირ კრემლთან ან რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთანაა დაკავშირებული”, – განაცხადა ასოცირებული მკვლევარმა სორბონის ბიზნეს სკოლაში ქრისტინრ დუგოინმა.

ტელეგრამი არის სოციალური ქსელი რომელმაც 2018 წელს თავიდან აიცილა რუსეთის მთავრობის კონტროლის ქვეშ მოქცევა. თუმცა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ კრემლმა მაინც მოახერხა ამ მესენჯერით მანიპულირება.

თუ არხის მფლობელს ჰყავს 10 000 ზე მეტი მომხმარებელი, მათ უნდა მაწოდონ ინფორმაცია როსკომნაძორს. სწორედ როსკომნაძორი აკონტროლებს რუსეთში მედიასა და სოციალურ ქსელებს.

ამასთან, კანონის თანახმად, თუ გაქვთ არხი, რომელსაც 500 000 ზე მეტი გამომწერი ჰყავს, მან უნდა მიაწოდოს მომხმარებლების შესახებ ყველა სახის ინფორმაცია როსკომნაძორსა თუ ეფ ეს ბეს. ასე რომ ეს შეიძლება იყოს არა კონტროლი, არამედ თანამშრომლობა ხელისუფლებასა და ტელეგრამს შორის.

თუ დუროვი ევროპულ ციხეში იქნება დაპატიმრებული, რუსმა მომხმარებლებმა შესაძლოა, სოციალური ქსელი დატოვონ. უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება, რუსეთში ქსელი საერთოდ დაიბლოკოს.

ეს გაურკვევლობა კი სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს რუსეთის სამხედრო ოპერაციებზე. მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, საფრანგეთის ხელისუფლების მიერ ჩათებში მოპოვებული ინფორმაციის გამჟღავნება.

დუროვის დაკავებამ უკვე გამოიწვია დიპლომატიური დაძაბულობა საფრანგეთსა და რუსეთს შორის. რუსეთის საელჩომ პარიზში დაადანაშაულა საფრანგეთი, რომ მას არ სურს თანამშრომლობა ამ საკითხზე. საპასუხოდ კი ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ დუროვის დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend