დონალდ ტრამპი საარჩევნო კამპანიას აგრძელებს. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დეტროიტში, ეროვნული გვარდიის ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მან მადლობა გადაუხადა გვარდიის წევრებს გაწეული სამსახურისთვის და თქვა, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ განდევნის ომის გამჩაღებლებს და აღადგენს მშვიდობას.
,,როდესაც დავბრუნდები თეთრ სახლში, ჩვენ განვდევნით ომის გამჩაღებლებს და სპეკულანტებს. აღვადგენთ მშვიდობას მსოფლიოში. ეს იქნება მშვიდობა სიძლიერის საფუძველზე. პირველივე დღეს ჩავკეტავ საზღვრებს და დავასრულებ მილიონობით ადამიანის შემოჭრას ჩვენ ქვეყანაში.
ჩვენ ამერიკას კვლავ დიდებულს გავხდით. კვლავ დიდებულს გავხდით და აღვადგენთ ამერიკულ დემოკრატიასაც. ჩემი მეტოქეები, კამალა ჰარისი და ტიმ უოლზი კი საპირისპიროს გვპირდებიან. მათ სურთ დაუსრულებელი ომი, ღია საზღვრები, ხმის მიცემის უფლება და ჯანდაცვა არალეგალი მიგრანტებისთვის. საბჭოური სტილის კონტროლი, ცენზურა, შეუზღუდავი მიგრაცია ტერორისტული ცხელი წერტილებიდან და უკონტროლო ძალაუფლება. ეს ბრძოლა აღარ არის დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის. ეს არის ბრძოლა კომუნიზმსა და თავისუფლებას შორის. ძალიან სერიოზული ბრძოლა”, – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა.
დონალდ ტრამპა ასევე ისაუბრა ქაბულის აეროპორტზე თავდასხმის მესამე იუბილესთან დაკავშირებით. მან კამალა ჰარისი და ტიმ უოლცი აშშ-ის ჯარების ავღანეთიდან ,,ქაოსურად“ გაყვანასთან დააკავშირა. მან ,,სამარცხვინოდ“ შეაფასა ქაბულის აეროპორტზე თავდასხმა, რომელსაც 170 ავღანეთში მცხოვრების და 13 ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. დონალდ ტრამპის თქმით, სწორედ ავღანეთში დამცირებამ გამოიწვია მსოფლიოს გარშემო ამერიკისადმი ნდობის და პატივისცემის რღვევა.
,,კამალა ჰარისის და ჯო ბაიდენის მიერ ავღანეთში ჩვენი დამცირების გამო ჩამოიშალა მსოფლიოს გარშემო აშშ-ის მიმართ ნდობა და პატივისცემა. ყალბ საინფორმაციოებს ამაზე საუბარი არ სურთ. არც ქაბულის აეროპორტზე თავდასხმის სამი წლის იუბილეზე ლაპარაკი უნდათ. ჩვენი ქვეყანა უსაფრთხო აღარასოდეს იქნება, თუ არ დავითხოვთ მათ ვინც პასუხისმგებელია ამ კატასტროფაზე. ჯერ არავინ გაუთავისუფლებიათ. ეს ყველაზე სამარცხვინო დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამის გამო მივიღეთ რუსეთი უკრაინაში, ამიტომ მივიღეთ 7 ოქტომბრის თავდასხმა ისრაელზე – რადგან არ გვცემენ პატივს. ძალიან დიდ პატივს გვცემდნენ 4 წლის წინ, ახლა – არა“, – ამბობს დონალდ ტრამპი.