ჩეხურ-უკრაინული გუნდი სახელწოდებით – “მზესუმზირა” 2022 წელს დაარსდა უკრაინაში, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. მისი წევრები უკრაინელი ჯარისკაცების მხარდასაჭერად ჩეხურ და უკრაინულ სიმღერებს მღერიან.
მათ უკვე გამოსცეს პირველი ალბომი “ცოტაც გაუძელი უკრაინა, ცოტაც გაუძელი“.
გასული წლის განმავლობაში ამ ინიციატივამ 2 მილიონზე მეტი კრონა მოაგროვა – დაახლოებით 80 ათასი ევრო.
გუნდის წევრები ამბობენ, რომ ამ გზით სურთ მეტმა ადამიანმა გაიგოს უკრაინელების თავდადების შესახებ.
“ეს არის ის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, შევთავაზოთ საზოგადოებას და ამასთან მივიღოთ ფინანსები უკრაინის დასახმარებლად”, – ამბობს, მომღერალი მარტინა სიროვა.
გუნდი ყოველ კვირას იკრიბება რეპეტიციისთვის და წელიწადში ათობით საქველმოქმედო წარმოდგენას მართავს.
ფული, რომელსაც მომღერლები აგროვებენ გამოიყენება ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცებისთვის სამედიცინო მასალების შესაძენად.
ჩეხებს დღემდე კარგად ახსოვთ 1968 წლის ოკუპაცია და აღარ სურთ, რომ ეს ტრაგიკული ისტორია განმეორდეს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ გულშემატკივრობენ ასე უკრაინის გამარჯვებას.