მთავარიკუბიTelegram-ის მფლობელი პაველ დუროვი დააკავეს - რა არის ცნობილი

Telegram-ის მფლობელი პაველ დუროვი დააკავეს – რა არის ცნობილი

მესენჯერ ტელეგრამის დამფუძნებელი პაველ დუროვი საფრანგეთში ჩასვლის შემდეგ დააკავეს. ის საფრანგეთში აზერბაიჯანიდან ჩაფრინდა. ფრანგული მედიის ცნობით, ბიზნესმენს შესაძლოა ბრალი წაუყენონ რიგ დანაშაულებში.

ფრანგული მედიის ცნობით, საფრანგეთის ძალოვანი უწყება უკმაყოფილოა იმის გამო, რომ ტერორიზმის, ნარკოტიკების, თაღლითობასა და ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში ეჭვმიტანილების გამჟღავნებისთვის ტელეგრამი სპეცსამსახურებთან არ თანამშრომლობს. საფრანგეთის პოლიცია ტელეგრამს კრიმინალის ბუდედ მიიჩნევს.

ოფიციალური განცხადება საფრანგეთის პოლიციას ჯერჯერობით არ გაუკეთებია, თუმცა განცხადება გამოაქვეყნა ტელეგრამის ადმინისტრაციის გუნდმა. ისინი ამბობენ, რომ ასრულებენ ევროპულ კანონს და პლატფორმის მოდერაცია შეესაბამება „ინდუსტრიულ სტანდარტს“.

ტელეგრამის გუნდის თქმით, პაველ დუროვს არაფერი აქ დასამალი და ის ხშირად მოგზაურობს ევროპაში. ტელეგრამის ადმინისტრაცია ასევე კვლავ აზიარებს პაველ დუროვის პოსტს, რომელიც 2024 წლის მარტში გამოაქვეყნა დუროვმა და შეეხებოდა მოდერაციას.

„როდესაც ვიზრდებით მასშტაბითა და მნიშვნელობით, უნდა შევძლოთ, გავუმკლავდეთ ნებისმიერ პოტენციურ სირთულეს ისეთივე გზით, როგორც ადრე – ეფექტიანად, ინოვაციურად, კონფიდენციალურობისა და სიტყვით თავისუფლების პატივისცემით“, – წერდა პაველ დუროვი.

პაველ დუროვის დაკავებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. უკმაყოფილებას გამოხატავენ როგორც პოლიტიკოსები, ასევე ბიზნესმენები, მათ შორის ერთ-ერთი ყოფილი ტვიტერის მფლობელი ილონ მასკი.

რუსეთში ოფიციალური პირები და Z-ბლოგერები, ისევე როგორც კრემლის პროპაგანდისტული მედია, პაველ დუროვის დაკავებას სიტყვით თავისუფლებაზე თავდასხმად აფასებენ.

Z-არხები და ზოგიერთი კორესპონდენტი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს აშუქებს შიშობს, რომ დუროვი დასავლეთის სპეცსამსახურებს გადასცემს დაშიფვრის ე.წ. გასაღებს, რაც მათი აზრით დაარტყამს რუსულ არმიას, რადგან ტელეგრამს აქტიურად იყენებენ ფრონტის ხაზზე და “გასაღების” მიღებით, დასავლეთის სპეცსამსახურები შეძლებენ,მიიღონ ტელეგრამის მომხმარებლების მონაცემები და წაიკითხონ მიმოწერები.

აღსანიშნავია, სიტყვის თავისუფლებით შეზღუდვით შეშფოთებული რუსეთის ხელისუფლება, სულ რამდენიმე წლის წინ თვითონ ითხოვდა დუროვისგან დაშიფვრის გასაღებს და ახდენდა ზეწოლას მასზე, რათა დუროვს ეთანამშრომლა რუსულ “ეფ ეს ბესთან”.

დუროვის უარის შემდეგ, წლების განმავლობაში რუსეთი ცდილობდა, დაებლოკა ტელეგრამი.

2014 წელს, დუროვმა რუსეთი დატოვა, რადგან მისივე თქმით, მასზე უდიდესი ზეწოლა ხორციელდებოდა.

აღსანიშნავია, რომ “ეფ ეს ბეს” გარდა, პაველ დუროვი უარს აცხადებდა, ეთანამშრომლა ნებისმიერ ქვეყნის სადაზვერვო სამსახურთან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend