მთავარისაქართველომოსკოვში ამბობენ, რომ აშშ საქართველოში რევოლუციას ამზადებს

მოსკოვში ამბობენ, რომ აშშ საქართველოში რევოლუციას ამზადებს

ბოლო თვეებში უკვე მეორედ მოსკოვში ამბობენ, რომ აშშ საქართველოში ფერად რევოლუციას ამზადებს. ოკუპანტ ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ პარტია „ქართულ ოცნებას“ საქართველოში მაღალი მხარდაჭერა აქვს, რასაც თეთრი სახლი “ვერ ეგუება” და “ცდილობს, წინასაარჩევნოდ შეასუსტოს მმართველი გუნდის პოზიციები”.

ამ რევოლუციის ერთ-ერთ წყაროდ კი რუსული საგარეო დაზვერვა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიიჩნევს და ამბობს, რომ ისინი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბევრი დამკვირვებლის მობილიზაციას აპირებენ.

მოსკოვში კიდევ ერთხელ ახსენებენ ე.წ. თბილისი მაიდანს და ამბობენ, რომ ვაშინგტონის გეგმა “არჩევნების შედეგების არაღიარება და ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნაა”.

ჟურნალისტებმა ქართული ოცნების გუნდის წევრებს ჰკითხეს თუ რატომ ემთხვევა მათი და კრემლის რიტორიკა ერთმანეთს.

“ რუსეთს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს.სამწუხაროდ, ასეთივე პოლიტიკური ინტერესები და მერკანტილური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ იკითხება არა მხოლოდ ჩრდილოეთ, არამედ სხვა პოლუსებიდანაც. შესაბამისად, ვერანაირი რიტორიკა, ვერ იქნება გაიგივებული “ქართული ოცნების” პროქართულ, პატრიოტულ, სუვერენულ იდეოლოგიასთან“, – განაცხადა პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ.

ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ მოსკოვის მიერ გაკეთებული ასეთი განცხადებები ცხადყოფს, რომ რუსეთში სურთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება შეინარჩუნოს.

არჩევნების შემდეგ შესაძლო რევოლუციურ სცენარზე არაერთხელ უსაუბრიათ მმართველ პარტიაშიც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კი ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის შესახებ აქამდეც არაერთხელ განუცხადებია და გამოძიებაც დაუწყია, თუმცა უშედეგოდ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend