მთავარიევროპაუკრაინაკრემლის მასშტაბური საჰაერო იერიში უკრაინაზე

კრემლის მასშტაბური საჰაერო იერიში უკრაინაზე

უკრაინის ტერიტორია რუსული რაკეტებითა და დრონებით დაიბომბა.  უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, დაფიქსირებულია საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი 11 რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი, Ту-95МС. ასევე მობილიზებულია  ფრთოსანი რაკეტები – „კალიბრებით“ აღჭურვილი საზღვაო ხომალდები. 

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, კრემლს ირანული დრონების დიდი რაოდენობაც მზადყოფნაში ჰყავს. როგორც კიევი იუწყება, რუსეთის სამიზნეებს წარმოადგენენ – კიევი, ლვივი, ხერსონი, ზაპორიჟიედნიპროხარკივი, ოდესა თუ სხვა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიჰალის განცხადებით, მთავარ სამიზნეს უკრაინის ენერგეტიკული ობიექტები წარმოადგენენ. უკრაინულ მედიაში და სამხედრო ბლოგებზე გავრცელებული ინფორმაციით, კიევის მოსახლეობა თავშესაფრებს აფარებს თავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend