„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ბათუმის ბულვარში მოსახლეობას შეხვდნენ და აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე ესაუბრნენ.
შეხვედრისას მათ ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წიგნი და საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს, სადაც საინვესტიციო ფონდის შევსებაზე, ტურისტთა ნაკადის გაზრდასა და სამომავლო გეგმებზეა საუბარი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ააშენებენ საკრუიზო პორტს, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს და მოიზიდავენ 10 მილიარდის პირდაპირ ინვესტიციას.