მთავარიმსოფლიოევროპაბელარუსი სერბეთიდან აქტივისტის ექსტრადირებას ითხოვს

ბელარუსი სერბეთიდან აქტივისტის ექსტრადირებას ითხოვს

რეჟისორი და ჟურნალისტი ანდრეი ჰნიოტი ბელგრადში ოქტომბერში ჩავიდა, სადაც ბელარუსის მიერ გაცემული დაკავების ორდერის საფუძველზე დაიჭირეს. მას ბელარუსის მთავრობა გადასახადებისგან თავის არიდებაში სდებს ბრალს.

თავად ანდრეი კი ამბობს, რომ ლუკაშენკას რეჟიმი მის ექსტრადიციას იმიტომ ითხოვს, რომ ლუკაშენკას ყველა იმ პირის დაჭერა სურს, ვინც 2020 წლის ბელარუსის საპროტესტო აქციებს აშუქებდა.

„ყველა, ვინც საპროტესტო აქციების დროს მედიაში მუშაობდა, დაიჭირეს, დააპატიმრეს და აწამეს. ვფიქრობ, 50-დან 100-მდე ადამიანი კვლავ ბელარუსულ ციხეშია”, – ამბობს ბელარუსი აქტივისტი, ანდრეი ხნოიტი.

ბელგრადის უმაღლესმა სასამართლომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ანდრეი ბელარუსს უნდა გადაეცეს. მან სააპელაციო სასამართლოს მიმართა და საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება, რომელიც 27 აგვისტოს გახდება ცნობილი. ბელარუსში ექსტრადირების შემთხვევაში, იცის თუ რა ბედი ელის.

„წამება და ალბათ, წამების შედეგად სიკვდილი. სულ მცირე 12 შემთხვევაა მოულოდნელი სიკვდილისა „გაურკვეველი“ გარემოებებით, მაგრამ ყველა მათგანი ჯანმრთელი იყო და ყველა პოლიტიკური პატიმარი იყო”, – ამბობს ბელარუსი აქტივისტი, ანდრეი ხნოიტი.

ადვოკატმა და ადამიანის უფლებათა ექსპერტმა, ნიკოლ კოვაჩევიკმა, ევრონიუსთან საუბრისას თქვა, რომ ბევრი ევროპული სახელმწიფო ერიდება რუსეთში, ბელარუსსა და ჩინეთში ადამიანთა ექსტრადიციას პოლიტიკური ანგარიშსწორების მაღალი რისკის გამო.

„ბელარუსის მოთხოვნა ხნოიტის სერბეთიდან ექსტრადიციის შესახებ ნაწილია იმ ხრიკის, რომლითაც მოგვიანებით ხნოიტს ხელისუფლების დამხობისა და კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის ბრალდებით გაასამართლებენ. მის წინააღმდეგ ყველა ამ ბრალდების მიზანი სამომავლოდ ანდრეი ხნოიტის მსგავსი ადამიანების მარტივად ექსტრადიციაა”, – ამბობს ადვოკატი და ადამიანის უფლებათა ექსპერტი, ნიკოლ კოვაჩევიკი.

ანდეი ხნიოტის შიშები უსაფუძვლო არაა. გაეროს ახალ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ბელარუსში ლუკაშენკას მრავალი კრიტიკოსი რეპრესიებისა და შევიწროების მსხვერპლია. ეუთოს ქვეყნებმა ახლახან გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ბელარუსის ციხეებში 1400-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend