მთავარიმსოფლიოევროპაოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ბალატონის ტბაზე ხუთდღიანი ბანაკი მოეწყო შშმ ახალგაზრდებისთვის

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ბალატონის ტბაზე ხუთდღიანი ბანაკი მოეწყო შშმ ახალგაზრდებისთვის

საზაფხულო ბანაკის მიზანია ჯანმრთელი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების გაერთიანება, რათა აჩვენონ ახალგაზრდებს, რამდენად რთულია მთელი ცხოვრება  ინვალიდის ეტლში ჯდომა.

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ მალტის ორდენის უნგრეთის საქველმოქმედო სამსახური კიდევ ერთხელ აწყობს ხუთდღიან ბანაკს ბალატონის ტბაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებისთვის. 105 ახალგაზრდას მუდამ თან ახლავს მოხალისე, რომელთან ერთადაც სიამოვნებით ერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში.

„ჩვენთვის ბალატონის ტბა ერთგვარი რივიერაა. ჩვენ ყოველთვის მოვდივართ აქ, სადაც არის ცურვისა და ნაოსნობის სხვადასხვა პროგრამა. ამ ბავშვების უმეტესობა წყალში პირველად შედის“, – აცხადებს ორგანიზატორი ალპარ ლაზარი.

სხვა აქტივობები, რომლებშიც ახალგაზრდებს შეუძლიათ, ჩაერთონ, მოიცავს სპორტულ ღონისძიებებს, ცხენოსნობას, უნარების შემოწმებასა და მიზანში სროლას. არის სპეციალური თამაშებიც კი, რომლებშიც ახალგაზრდები გონებით ამოძრავებენ ბურთებსა და სარბოლო მანქანებს. რიჩარდ ტოთისთვის ეს უკვე მეექვსე ბანაკია. მისი თქმით, აქ   რ არსებობს ბარიერები და ნებისმიერს შეუძლია,  მეგობრები შეიძინოს.

განსაკუთრებული აქ ის არის, რომ ყველა, განურჩევლად იმისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა პირია თუ არა, ერთად შეიგრძნობს და გამოხატავს ემოციას.

ახალგაზრდები ერთად დაუვიწყარ დროს ატარებენ. დღის განმავალობაში ბანაკის წევრები იალქნიან ნავზე მღერიან, საღამოობით, კონცერტების დროს, კი  ერთი ან ორი ჭიქა ლუდის დალევის უფლებასაც აძლევენ.

ამ ბანაკის მთავარი მიზანი ცნობიერების ამაღლებაა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან. აქ ყველა ერთად იკრიბება, ერთობა. ამასთან, ახალგაზრდები ეცნობიან იმასაც, რამდენად რთულია მთელი ცხოვრების  ინვალიდის ეტლში გატარება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend