მთავარისპორტიქართველი პარალიმპიელების მზადება პარიზის პარალიმპიადისთვის

ქართველი პარალიმპიელების მზადება პარიზის პარალიმპიადისთვის

პარიზში 180 ქვეყნიდან  4400-ამდე პარასპორტსმენი იასპარეზებს, მათ შორის იქნება საქართველოს დელეგაციაც, რომელიც რეკორდული რაოდენობის – 14 პარასპორტსმენს წარადგენს სპორტის 6 სახეობაში. ესენია: ეტლით ფარიკაობა, პარაჯუდო, პარამძლეოსნობა, პარატაეკვანდო, პარაწოლჭიმი და პარასროლა.

საქართველოს პარალიმპიელთა დელეგაცია დასკვნით ვარჯიშებს ატარებს. ისინი უკვე სრულ მზადყოფნაში არიან. მათი ნაწილი პარიზში 25 აგვისტოს ჩაფრინდება.

პარაჯუდოკათა ნაკრების წევრების თქმით, მათ არანაირი ტრავმა არ აქვთ მიღებული, შესაბამისად, აუცილებლად იბრძოლებენ უმაღლესი სინჯის მედლებისთვის.

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ორგზის ჩემპიონი პარაჯუდოში გიორგი ქალდანი, ტოკიოს პარალიმპიადისგან განსხვავებით, პარიზში უფრო მაღალ შედეგებს ელის.

საქართველოს ისტორიაში პირველად პარატაეკვანდოისტებმა პარალიმპიადის ლიცენზია მოიპოვეს. 19 წლის ტაეკვანდოისტ ანა ჯაფარიძეს წელს სადებიუტო გამოსვლა ექნება

ლიკუნა ჩაჩიბაიასთვის ეს უკვე მეორე პარალიმპიადაა. პირველად მან 2016 წელს რიოს პარალიმპიადაზე  მიიღო მონაწილეობა და ცურვის შეჯიბრებაში იასპარეზა. წელს კი ლიკუნა პარატაეკვანდოში ეცდება წარმატების მიღწევას.

2008 წელს საქართველოს დელეგაციას პარალიმპიადაზე მხოლოდ 1 მონაწილე ჰყავდა, ახლა კი საქართველოს 14 პარასპორტსმენი წარადგენს. ისტორიაში რიგით მე-17 პარალიმპიადაზე ქართველი პარასპორტსმენები დიადი მიზნებით მიემგზავრებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend