,,ამაზონის“ ქვეკონტრაქტორ KM ჯგუფიდან 100-ამდე მძღოლი გაათავისუფლეს. მათ ამის შესახებ whatsup-ის საშუალებით მიიღეს ტექსტური შეტყობინება, რომელშიც განმარტებული იყო, რომ კომპანია გაკოტრდა და დასაქმებულებისთვის ივლისის ხელფასის გადახდას ვერ ახერხებენ.
მძღოლები აცხადებენ, რომ კომპანია მათ შრომით უფლებებს არღვევს.
Licenciés via WhatsApp, les livreurs d'un sous-traitant d'Amazon à Flémalle ne sont plus payés : "Ça fait un mois sans salaire, comment je fais?" https://t.co/3Pi2Bhc2wN
— RTBF info (@RTBFinfo) August 22, 2024
ბელგიაში პროფკავშირების წარმომადგენლის განცხადებით, KM ჯგუფს ფინანსებთან დაკავშირებული საჭირო დოკუმენტაცია სასამართლოში ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია.
პროფკავშირების წარმომადგენლების თქმით, KM Group-მა დაადასტურა, რომ მას არ აქვს სახსრები, დათხოვნილ თანამშრომლებს ხელფასი გადაუხადოს.