მთავარიევროპაუკრაინაომი დონეცკის ფლანგზე

ომი დონეცკის ფლანგზე

დონეცკის რეგიონში რუსული საოკუპაციო არმია სასტიკ იერიშებს აგრძელებს. განსაკუთრებით აქტიური შეიარაღებული დაპირისპირება დონეცკის ოლქის დასახლება პოკროვსკთანაა.

ანალიტიკური გამოცემები აღნიშნავდნენ, რომ კურსკში უკრაინელი სამხედროების წარმატებული შეტევის გამო კრემლი ფრონტის ამ ფლანგიდანაც გაიყვანდა ჯარებს, თუმცა, როგორც ჩანს, დონეცკის ეს მიმართულება მოსკოვისთვის პრიორიტეტულია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საარტილერიო ქვედანაყოფი მძიმე შეიარაღებით იცავს დონეცკის ოლქის ამ დასახლებას. პოკროვსკი ლოგისტიკური ჰაბია უკრაინული ფრონტის ხაზისთვის. აქ მყოფ სამხედროებს გააზრებული აქვთ, რომ კურსკში სამხედრო წარმატება ფრონტზე რეალურად შეცვლის ვითარებას.

„რას ვფიქრობ კურსკთან დაკავშირებით? ძალიანაც სწორია. დაე, უკრაინამ შეუტიოს. შემდეგ გავცვლით ჩვენს ტერიტორიაში. ჩვენ აქ გავჩერდებით. გავანადგურებთ რუსებს ბოლომდე, ისე, რომ წინ ვერასდროს წავიდნენ… ისე რომ, ქალაქ პოკროვსკში ვერ შევიდნენ. ისინი ამას ვერ იზამენ. ამას არ დავუშვებთ”, – ამბობს ერთ-ერთი უკრაინელი არტილერისტი.

თუკი პოკროვსკი დაეცემა, ეს უარყოფითად აისახება უკრაინულ თავდაცვის ხაზზე. რუსეთი კი კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს წინ თავისი გაცხადებული მიზნისკენ – სრულად დაიკავოს დონეცკის რეგიონი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend