მთავარიაზიაღაზაღაზაში ისრაელის მორიგ თავდასხმას 16 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

ღაზაში ისრაელის მორიგ თავდასხმას 16 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

ღაზაში ალ-აქსას საავადმყოფოსთან ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულებს, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებს გლოვობენ.

საავადმყოფოს მიმდებარედ ხალხი გარდაცვლილთა ცხედრების ამოსაცნობად შეიკრიბა. 22 აგვისტოს დილით ისრაელის თავდასხმებმა სულ მცირე, 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფორმაციას საავადმყოფოს ოფიციალური პირები ადასტურებენ. თვითმხილველები და დაღუპულთა ახლობლები კი თავდასხმების შემზარავ სურათებს იხსენებენ.

„ადამიანები ფანჯრებიდან ცვიოდნენ. სახლი ააფეთქეს და მასთან ერთად გაანადგურეს ბავშვების, ქალებისა და კაცების სიცოცხლე. თითქოს ეს სახლი არც არასდროს არსებობდა”, – ამბობს მაჯიდ ალ დაბაკი, აფეთქების შედეგად, ერთ-ერთი დაღუპულის ოჯახის წევრი.

დეირ ალ-ბალაჰში მდებარე ალ-აქსას მოწამეების საავადმყოფომ 15 ადამიანის ცხედარი მიიღო. ეს ადამიანები ღაზის და ნუსეირათის ლტოლვითა ბანაკებსა და აღმოსავლეთ დეირ ალ-ბალაჰზე თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ. მათ შორის სამი ბავშვი და ერთი ქალია.

კიდევ ერთი მცირეწლოვანი დაიღუპა სამხრეთის ქალაქ ხან იუნისში. ბავშვის ცხედარი დეირ ალ-ბალაჰში გადაასვენეს, რადგან სასწრაფოს ზღვისპირა გზაზე გადაადგილების შესაძლებლობა არ ჰქონდა.

ისრაელის შეტევამ, რომელიც „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის საპასუხოდ დაიწყო. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 40 000-ზე მეტი პალესტინელის სიცოცხლე იმსხვერპლა.

უწყება ვერ აკონკრეტებს, რამდენი მათგანი იყო მშვიდობიანი მოქალაქე. „ჰამასმა“ 7 ოქტომბრის თავდასხმისას 1200 ადამიანი მოკლა. მათი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. 250 მძევლიდან, რომლებიც „ჰამასმა“ ოქტომბერში დაატყვევა, 110 ჯერ კიდევ ღაზაშია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend