უკრაინის პარლამენტმა მოსკოვთან დაკავშირებული რელიგიური ჯგუფების აკრძალვას დაუჭირა მხარი. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ფუნქციონირების გაგრძელებას ვეღარ შეძლებს.
,,ჩვენ არასდროს აგვიკრძალავს არცერთი უკრაინული ეკლესია. ჩვენ ავკრძალეთ ურთიერთობა რუსულ ე.წ ეკლესიასთან, რუსულ ჯართან და პუტინთან.
ეს არის ერთადერთი აკრძალვა, რომელიც მივიღეთ. ეს აკრძალვა დაუყოვნებლივ შევა ძალაში“ – განაცხადა რადის წევრმა მიკოლა კნიაჟიცკიმ.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვისგან დამოუკიდებლობას მოითხოვს.
უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ უკრაინის ახალი კანონის სამიზნე რუსული ეკლესიაა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას წმინდა ომს უწოდებდა.
„პატრიარქმა კირილემ დადებითად შეაფასა უკრაინელების სიკვდილი და უკრაინის სახელმწიფოებრიობის ნგრევა. ჩვენთვის რთული წარმოსადგენია, შევეგუოთ და მოვიწონოთ მსგავსი ქმედებები“ განაცხადა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსმა.
რელიგიურ კანონპროექტს მხარი რადის 265 დეპუტატმა დაუჭირა. კანონი ძალაში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმოწერის შემდე შევა.