ჩაძირულ იახტაზე სულ 22 მგზავრი იმყოფებოდა. მაშველებმა მათგან 15-ის გადარჩენა მოახერხეს. მათგან 8 ამ დროისთვის საავადმყოფოშია. მათ შორის არის ერთი წლის ბავშვიც.
მაშველები აღნიშნავენ, რომ სამაშველო სამუშაოების შესრულებისას იახტის ქვემოთა კაბინაში შესვლა ვერ მოახერხეს, რადგან მათ, სავარაუდოდ, ძლიერი შტორმის გამო გადაადგილებული ავეჯი ხერგავს. მაშველთა ვარაუდით, დაკარგული ექვსი მგზავრი სწორედ ამ კაბინაში იმყოფება.
სამაშველო ეკიპაჟებს წყალქვეშ 50 მეტრის სიღრმეზე მუშაობა მხოლოდ 12 წუთიანი ცვლებით შეუძლიათ, რაც იახტის ამ ნაწილში მიღწევას კიდევ უფრო აფერხებს. იახტა, რომელზეც ბრიტანეთის, ირლანდიის, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და შრი-ლანკის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, 19 აგვისტოს შტორმში მოყოლის შედეგად ჩაიძირა.
ზღვაში გაუჩინარებული მგზავრების მოსაძებნად სიცილიის სანაპიროზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.