მთავარისაქართველოსაქართველოს მოქალაქეების უკანანო დაკავებები ოკუპირებულ ახალგორსა და აფხაზეთში

საქართველოს მოქალაქეების უკანანო დაკავებები ოკუპირებულ ახალგორსა და აფხაზეთში

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს ცნობებს საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავებების შესახებ.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ახალგორის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

ასევე, მანამდე გავრცელდა ცნობა, ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ ოტობაიაში კიდევ ერთი მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მათ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით შეიტყვეს კიდევ ერთი მოქალაქის დაკავების შესახებ.

მანამდე, ასევე სუსმა დაადასტურა, რომ საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დააკავა საქართველოს ორი მოქალაქე – რემიკო და მურთაზ ჭითანავები. დე-ფაქტო უწყებებში აცხადებენ, რომ სამივე დაკავებულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ იხდიან სასჯელს ასევე ქრისტინე თაკალანძე და ირაკლი ბებუა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend