მთავარიევროპაუკრაინარუსული ძალები უკრაინაში სტრატეგიული კვანძისკენ, პოკროვისკენ მიიწევენ

რუსული ძალები უკრაინაში სტრატეგიული კვანძისკენ, პოკროვისკენ მიიწევენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ იგი პარტნიორებთან ერთად უკრაინისთვის ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის საკითხს განიხილავს. მისი განცხადებით, ამზადებენ დამატებით ძალებს.

პოკროვსკისა და ტორეცკის მიმართულებაზე მიმდინარეობს თავდაცვის გაძლიერება. ვითარება რთულია, თუმცა უკრაინელი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ ოკუპანტების გასანადგურებლად.

ბოლო დროა, ზელენსკი აქტიურად მოუწოდებს მოკავშირეებს, მოხსნან შეზღუდვები შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებაზე. მისი თქმით, აკრძალვა რომ არ ყოფილიყო, მის მებრძოლებს არ მოუწევდათ კურსკის რეგიონში შესვლა.

უკრაინის არმია პოკროვსკის მოსახლეობას ევაკუაციისთვის ორ კვირას აძლევს, რადგან რუსული ძალები წინ მიიწევენ ამ სტრატეგიული კვანძისკენ. ყოველდღიურად ქალაქს დაახლოებით 500-იდან 600-ამდე ადამიანი ტოვებს, თუმცა ადგილზე ჯერ კიდევ რჩება 50 000-ამდე მოსახლე.

ევაკუაცია მიმდინარეობს რუსეთის კურსკის რეგიონშიც. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს,  რომ საზღვრისპირა რეგიონი უკვე დატოვა 122 000-მა მოქალაქემ. ბოლო ინფორმაციით, რუსეთის 27 რეგიონში 179 დროებითი თავშესაფარი მოეწყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend