მთავარიევროპარუსეთირუსეთის უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა ალექსეი ნავალნის ადვოკატების კიდევ ერთი მოთხოვნა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა ალექსეი ნავალნის ადვოკატების კიდევ ერთი მოთხოვნა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის ადვოკატების საქმის ვლადიმირის რეგიონიდან მოსკოვში გადატანის მოთხოვნა არ გაიზიარა. ისინი სასამართლო პროცესის დაწყებამდე გისოსებს მიღმა რჩებიან.

ვადიმ კობზოი, იგორ სერგუნინი და ალექსეი ლიპცერი 2023 წლის ოქტომბერში ექსტრემისტული ჯგუფის წევრობის ბრალდებით დააკავეს.

ნავალნის მოკავშირეების განცხადებით, კრემლი ადვოკატებს პოლიტპატიმრის წერილების მისი გუნდის წევრებისთვის გადაცემაში ადანაშაულებს. ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდი, ისევე როგორ მისი რეგიონული ოფისების ფართო ქსელი, პუტინის რეჟიმმა 2021 წელს ექსტრემისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა და აკრძალა.

„ვერ ვიტყვით, რომ სასამართლო მიკერძოებულია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს საფუძველი, გვქონდეს ეჭვები იმის შესახებ, თუ როგორ  შეაფასებს ვლადიმირის ოლქის სასამართლო საქმის ყველაზე მნიშვნელოვან მტკიცებულებებს. ისინი ღირსეულად დგანან. ძნელია იმის თქმა, რომ კარგად არიან. ნაკლებად სავარაუდოა, ნორმალური ადამიანი წინასწარი დაკავების იზოლატორში თავს კარგად გრძნობდეს, მაგრამ ისინი მამაცები არიან. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ღირსეულად მოიქცევიან“, – განაცხადა ანდრეი გრივცოვმა, ბრალდებულების ადვოკატმა.

ალექსეი ნავალნი თებერვალში რუსეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ კოლონიაში გარდაიცვალა. იგი ექსტრემიზმის ბრალდებით, 19-წლიან სასჯელს იხდიდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend