მთავარიკუბირესპუბლიკელები, რომლებიც კამალა ჰარისს მხარდაჭერას უცხადებენ

რესპუბლიკელები, რომლებიც კამალა ჰარისს მხარდაჭერას უცხადებენ

აშშ-ში დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე საზოგადოების წინაშე წარდგნენ რესპუბლიკული პარტიის მხარდამჭერები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხმას ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს მისცემენ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე. მათ შორის ერთ-ერთი იყო სტეფანი გრიშემი, თეთრი სახლის ყოფილი პრესმდივანი. მან ტრამპის ადმინისტრაციაში მუშაობა დაასრულა 2021 წლის 6 იანვრის მოვლენების შემდეგ, როდესაც ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ.

გრიშემმა თქვა, რომ ის იცნობს დონალდ ტრამპს კამერების მიღმა. გრიშემის თქმით, ტრამპი დასცინის არამხოლოდ ოპონენტებს, არამედ თავის მხარდამჭერებს და მათ „სარდაფში მაცხოვრებლებს“ უწოდებს. „მას არ შეუძლია თანაგრძნობა, არ გააჩნია მორალი და არ შეუძლია ერთგულება. ის მეუბნებოდა: „არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობ სტეფანი. ბევრჯერ გაიმეორე და ადამიანები დაგიჯერებენ“, – განაცხადა გრიშემმა.

ტრამპის ყოფილი პრესმდივნის შემდეგ, სცენაზე წარდგან კაილ სვისტერი, რომელმაც თქვა, რომ ის მშენებლობაზე მუშაობს და დიდი ხნის განმავლობაში ტრამპის მხარდამჭერი იყო. „მე ნამდვილად არ ვარ მემარცხენე, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენი ლიდერები ჩვენში უკეთეს მხარეს უნდა ავლენდნენ და არა უარესს. ამიტომ ვაძლევ ხმას კამალა ჰარისს“, – აღნიშნა სვისტერმა.

ასევე CNN აქვეყნებს ფედერალური სასამართლოს ყოფილი მოსამართლის მაიკლ ლუტინგის წერილს, სადაც ის ამბობს, რომ მხარს უჭერს კამალა ჰარისს და რომ დონალდ ტრამპი ამერიკული დემოკრატიის ეგზისტენციალური საფრთხეა.

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ორი რესპუბლიკული ადმინისტრაციის შემდეგ, ლუტინგი ხმას მისცემს დემოკრატს.

 „2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე არსებობს მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია და ერთი კანდიდატი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია ერქვას ამერიკული დემოკრატიის, კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობის მცველი. მე უყოყმანოდ მივცემ ხმას დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს“, – წერს რესპუბლიკელი წერილში. ამ გზით ლუტინგი უერთდება მაღალჩინოსანი რესპუბლიკელების გუნდს, რომლებიც კამალ ჰარისს უჭერენ მხარს, მათ შორის არიან კონგრესის ყოფილი წევრები, ჯო უოლში, ბარბარა კომსტოკიჯეფ დანკანი და ადამ კინზინგერი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend