დოქტორი ჰანს კლუგე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის განცხადებით, ორგანიზაციაში იციან თუ როგორ გააკონტროლონ ვირუსი და შეაჩერონ მისი გავრცელება.
ბოლო ცნობით, ვირუსი ფიზიკური კონტაქტით, გადადის, თუმცა პანდემიის რისკი დაბალია. აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ, “მაიმუნის ყვავილი” მხოლოდ შვედეთში გამოჩნდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში საუბრობენ, რომ როგორც ევროპაში, ასევე აფრიკაში ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერის, ტარიკ ჯაშარევიჩის განცხადებით, 2025ი წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება ვაქცინის 10 მილიონი დოზის წარმოება, ხოლო ორი მილიონის – წელსვე. მისივე განცხადებით, ვაქცინის საკმარისი დოზა ამჟამადაც არსებობს.
„მაიმუნის ყვავილი“ არ არის ახალი კოვიდი. ახლა აფრიკაში მისი ახალი სახეობაა გავრცელებული, თუმცა მანამდე, 2022 წელს ეს ვირუსი ევროპის კონტინენტზეც იყო. ახლა ვიცით, როგორ ვაკონტროლოთ ვირუსი. პანდემიის რისკი დაბალია, რადგან ვიცით, რა ნაბიჯებია გადასადგმელი. მოვუწოდებთ სახელმწიფოებს, რომ განსაკუთრებული სოლიდარობა გამოუცხადონ აფრიკის კონტინენტს. ის, თუ როგორ ვუპასუხებთ გავუმკლავდებით ამ ვირუსს, იქნება კრიტიკული გამოცდა ევროპისთვის და მსოფლიოსთვის“, – დოქტორი ჰანს კლუგე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი.
„2025 წლის ბოლოსთვის ვაქცინის ათი მილიონი დოზის წარმოება იქნება შესაძლებელი, ხოლო ამ წელს უკვე ორი მილიონი დოზა იქნება მზად. LC16 არის ვაქცინა, რომელიც წარმოებულია იაპონიის მიერ და არსებობს ამ ვაქცინის საკმარისი მარაგი. იაპონია წარსულში ძალიან გულუხვი იყო შემოწირულებებით და ახლაც აწარმოებს მოლაპარაკებებს კონგოს მთავრობასთან შემოწირულებისთვის… რაც კოვიდმა დაგვიტოვა არის უკეთესი ლაბორატორიული შესაძლებლობები. ასე რომ, ბევრმა ქვეყანამ გაზარდა ლაბორატორიული ტესტირების შესაძლებლობები, რათა შეძლონ სხვადასხვა ვირუსების აღმოჩენა“, – ამბობს ტარიკ ჯაშარევიჩი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელი.