მთავარიმსოფლიოჩინეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთში შეხვედრებს მართავს

ჩინეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთში შეხვედრებს მართავს

ჩინეთის პრემიერ-მინისტრი, ლი ციანი მოსკოვში ჩავიდა, სადაც თავის რუს კოლეგას, მიხაილ მიშუსტინს შეხვდა. რუსეთში აზიური სახელმწიფოს ლიდერის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 75-ე წლისთავს უკავშირდება.

რუსული მედიის ცნობით, ჩინეთისა და რუსეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრისას განიხილებოდა პეკინისა და მოსკოვის ორმხრივი ურთიერთობები პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროებში. მიხეილ მიშუსტინის შემდეგ, ლი ციანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსაც შეხვდა.

„პრეზიდენტ სი ძინ პინის სტრატეგიული მმართველობის ქვეშ, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები ამჟამად საუკეთესო ისტორიულ მაჩვენებელს აღწევს. წელს, ორი სახელმწიფოს ლიდერი უკვე ორჯერ შეხვდა ერთმანეთს. ამ შეხვედრებმა დიდი ზეგავლენა მოახდინა პეკინისა და მოსკოვის ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების 75-ე წლისთავის აღნიშვნაზე“, – განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ლი ციანმა.

„მეგობრული მოკითხვა და საუკეთესო სურვილები გადაეცით ბატონ სი ძინ პინს. ოქტომბერში მას ყაზანში, „ბრიქსის“ სამიტზე ველით. რა თქმა უნდა, გვახსოვს, რომ 2 ოქტომბერს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების წლისთავია. ნამდვილად აღვნიშნავთ ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას შესაბამისი წესების დაცვით“, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.

კრემლის დატოვების შემდეგ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ლი ციანი ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend