მთავარიევროპაუკრაინაზელენსკი ამბობს, რომ უკრაინელები კურსკის რეგიონში 1250 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებენ

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინელები კურსკის რეგიონში 1250 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლიდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთში, კერძოდ, კურსკის რეგიონში, 1250 კვადრატული კილომეტრის ფართობს აკონტროლებს.

უკრაინელმა სამხედროებმა ერთი ოპერაციის ფარგლებში რეკორდული რაოდენობის რუსი  ჯარისკაცი აიყვანეს ტყვედ.  ეს კიევისთვის ერთგვარი შესაძლებლობაა, დაიხსნას თავისი მებრძოლები რუსების ტყვეობიდან.

ზელენსკის თქმით, მათი აქტიური თავდაცვითი მოქმედებები საზღვრის გასწვრივ  და ის, რომ პუტინი ვეღარ იცავს თავის ტერიტორიას, ბევრ რამეზე მეტყველებს. მათი პროაქტიული და პრევენციული თავდაცვა ყველაზე ეფექტური საშუალებაა რუსული ტერორის წინააღმდეგ. უკრაინის პრეზიდენტი დასძენს, რომ წინსვლა ასევე მნიშვნელოვან სირთულეებს უქმნის აგრესორ ქვეყანას.

რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კურსკის რეგიონში 84 დროებითი თავშესაფარი მოეწყო, სადაც ამჟამად 121 000-ზე მეტი ევაკუირებული მოსახლეა გადაყვანილი.

კვირას უკრაინის პრეზიდენტმა პირველად ისაუბრა კურსკის რეგიონზე განხორციელებული შეტევის თაობაზე. მათი მიზანი მოსალოდნელი იერიშებისგან თავის დაცვა და  ბუფერული ზონის მოწყობაა.  ზელენსკის თქმით, მისი  ჯარი რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, კურსკის რეგიონში, არ შევიდოდა, უკრაინის პარტნიორებს  შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღების გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვები რომ მოეხსნათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend