მთავარიაზიაღაზაისრაელი დათანხმდა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის მიერ წარდგენილ წინადადებას

ისრაელი დათანხმდა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის მიერ წარდგენილ წინადადებას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელი დასთანხმდა აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

ენტონი ბლინკენმა მოლაპარაკება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან იერუსალიმში  გამართა. ნეთანიაჰუ მზადაა, დაძლიოს ის   უთანხმოება, რომელიც,,ჰამასთან“ მოლაპარაკებების პროცესს აფერხებდა.

,, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა. ისრაელმა მიიღო ჩვენი  წინადადება, ის ეთანხმება ცეცხლის შეწყვეტას ღაზაში. ახლა ,,ჰამასის“  მოვალეობაა, იგივე გააკეთოს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

მიუხედავად მიღწეული შეთანხმებისა, ჯერ კიდევ გაურკვეველია, დათმობს თუ არა ისრაელი თავის მოთხოვნებს. ისრაელს სურდა კონტროლი შეენარჩუნებინა ღაზის ორ სტრატეგიულ დერეფანზე, რასაც ,,ჰამასი“ ეწინააღმდეგებოდა.

სასტუმროს წინ, სადაც ენტონი ბლინკენი იმყოფებოდა, ათასობით ისრაელელი შეიკრიბა. მომიტინგეები ისრაელის პრემიერს მოუწოდებდნენ,  ,,ჰამასთან“ შეთანხმებას გაეფორმებინა.

ბლინკენის ვიზიტის გამო ღაზაში ბევრმა დევნილმა პალესტინელმა  გამოთქვა უკმაყოფილება

ამ კვირის ბოლოს ენტონი ბლინკენი კაიროში მიემგზავრება, სადაც შუამავლებთან ერთად კვლავ გამართავს მოლაპარაკებებს  ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend