ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი მოულოდნელად მივიდა. მან მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა.
„ეს არაჩვეულებრივი კვირა იქნება. უნდა აღვნიშნო, თუ როგორი შესანიშნავი პრეზიდენტია ჯო ბაიდენი… ჯო, მადლობა იმისთვის, რომ ჩვენი ლიდერი იყავით, რომ ჩვენს ერს მთელი ცხოვრების განმავლობაში ემსახურეთ, და რომ მომავალშიც იმავეს გააკეთებთ”, – განაცხადა კამალა ჰარისმა.
We love you, Joe. https://t.co/Gslgi6uaZx
— Kamala Harris (@KamalaHarris) August 20, 2024
ოთხი კვირის წინ ბაიდენმა თავისი კანდიდატურა მოხსნა და გზა კამალა ჰარისს დაუთმო. ჩიკაგოში გამართული ყრილობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აქ ამომრჩეველი ახალი საპრეზიდენტო კანდიდატის პოლიტიკურ მიზნებს ეცნობა.
ყრილობას ასევე ესწრებოდა ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. მან კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის დროს გაწეული სამუშაოსთვის შეაქო.
Let's fight for Kamala as she fights for us.
Let's go win this. pic.twitter.com/Zd2rT5EAS8
— Hillary Clinton (@HillaryClinton) August 20, 2024
ყრილობის გახსნის დღეს ჩიკაგოს ქუჩებში ათასობით ადამიანის მსვლელობა მოეწყო, შეკრებილები ღაზაში ომის დასრულებას მოითხოვდნენ. აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი