მთავარიევროპაგერმანიაბერლინში მოქალაქეები სათანადო ველო ინფრასტრუქტურის ნაკლებობას აპროტესტებენ

ბერლინში მოქალაქეები სათანადო ველო ინფრასტრუქტურის ნაკლებობას აპროტესტებენ

ხუთი ადამიანი უჩივის ბერლინის ადგილობრივ ხელისუფლებას ველოსიპედისტებისთვის სპეციალურად გამოყოფილი გზების არარსებობის გამო. აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ეს ბერლინში ყოველდღიურად საფრთხეს უქმნის იმ ადამიანების სიცოცხლეს, რომლებიც ველოსიპედით გადაადგილებას ამჯობინებენ.

2024 წლის ივლისში, ბერლინის ცენტრის ერთ-ერთ დატვირთულ გზაჯვარედინზე, 26 წლის ველოსიპედისტი სატვირთო მანქანასთან შეჯახების შედეგად გარდაიცვალა.

აქტივისტების თანახმად, ახალგაზრდა ველოსიპედისტის გარდაცვალება ბერლინში, არასათანადო დაგეგმარების და შეზღუდული სივრცის ბრალია. მათი თქმით, ქალაქში ველოსიპედისტების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

„ადამიანები, რომლებიც ბერლინში ველოსიპედებით გადაადგილდებიან, ხშირად სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხის  ქვეშ დგანან. მთავრობა ამჟამად ვერ ახერხებს ველოსიპედისტების დაცვას”, – ამბობს მარა ჰასენვერგენი, მოძრაობის ,,ცვალებადი ქალაქების“ კომუნიკაციების ოფიცერი.

სულ ცოტა ხნის წინ, მომიტინგეებმა ბერლინის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, დაგეგმილი ავტომაგისტრალების შენების შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

ადგილობრივმა  ხელისუფლებამ ევრონიუსთან საუბარში განაცხადა, რომ არ გააუქმებენ სუპერმაგისტრალების შენებას და რომ პროცესი უბრალოდ გადავადებულია, რადგან დაგეგმვისთვის მეტი დრო სჭირდებათ. ამბობენ, რომ ამ გზების შენებას დრო უნდა, რადგან ძალიან გრძელი დისტანციების მაგისტრალები შესაძლოა, არ იყოს უსაფრთხო ველოსიპედისტებისთვის. გარდა ამისა, ყველაფერი უნდა შეესაბამებოდეს ქალაქის ბიუჯეტსაც.

ველოსიპედისტების არამსათავრობო ორგანიზაციის Allgemeiner Deutscher Fahrrad-Club-ის თანახმად, 2023 წელს გერმანიაში 446 ველოსიპედისტი გარდაიცვალა.

ექსპერტების თქმით, ეროვნული მთავრობა იღებს საგზაო წესების შესახებ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც ხელს უშლის ქალაქებს, ადგილობრივ დონეზე გადადგან გონივრული ნაბიჯები დაგეგმარების კუთხით.

მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ გერმანია ამ მხრივ სხვა ევროპულ ქვეყნებს ჩამორჩება.

ზოგს სურს, რომ გერმანიამ მიბაძოს საფრანგეთს, სადაც პარიზის მერმა ენ იდალგომ, მილიონობით ევრო გამოყო ახალი ინფრასტრუქტურისთვის, რომელიც ველოსიპედისტებისთვის სივრცის გაფართოებას ემსახურება.

,,მათ აქვთ მეტი მწვანე სივრცე, მეტი ადგილი ფეხით მოსიარულეებისთვის და ველოსიპედისტებისთვის. მან ქალაქი უკეთესობისკენ შეცვალა. ვფიქრობ, ბერლინსაც შეუძლია იგივე გზას გაჰყვეს“, – აცხადებს დეპუტატი, ლინდა ვიეკი.

აქტივისტები ამბობენ, რომ დამატებითი სივრცე არამხოლოდ ველოსიპედისტებს, არამედ მძღოლებსაც გაუმარტივებს ქალაქში გადაადგილებას.

,,ქუჩები გათავისუფლდება და მეტი ადამიანი არჩევს ველოსიპედით გადაადგილებას. ეს კარგი იქნება მანქანების მძღოლებისთვისაც, რადგან სამანქანო გზის ველოსიპედისტებთან გაზიარება საკმაოდ სტრესულია”, – ამბობს მარა ჰასენვერგენი, მოძრაობის ,,ცვალებადი ქალაქების“ კომუნიკაციების ოფიცერი.

გერმანიის მასშტაბით კიდევ არაერთი საპროტესტო აქციაა დაგეგმილი, სადაც დემონსტრანტები არასრულწლოვანი ველოსიპედისტებისთვის უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend