კომპანია მეტას გადაწყვეტილებას, დახუროს ანალიტიკური ინსტრუმენტი CrowdTangle, რომელიც უდიდესს რესურსს წარმოადგენდა მკვლევრებისთვის, ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანო ამოწმებს.
CrowdTangle არის ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას აძლევდა მომხმარებლებს ენახა, თუ რომელი პოსტი ვრცელდება ყველაზე სწრაფად ფეისბუკზე, ასევე საშუალებას აძლევდა ბევრ მკვლევარს, ანალიტიკოსს და ჟურნალისტს, ენახათ კონკრეტულად ინტერაქციის მონაცემები ფოტოსთან, ვიდეოსთან და პოსსტთან.
კომპანიაში განაცხადეს, რომ მიცემენ საკმარის დროს მკვლევრებს, რათა დაასრულონ თავიანთი პროექტები, შემდეგ მიიღონ წვდომა მეტას განახლებულ ინსტრუმენტზე Meta Content Library da API. Meta Content Library (მეტას კონტენტის ბიბლიოთეკა).
კომპანიამ გამოაცხადა, როგორც CrowdTangle-ის ჩამნაცვლებელი ინსტრუმენტი, თუმცა რამდენიმე ექსპერტის შეფასებით, მეტაკონტენტის ბიბლიოთეკაზე წვდომა უფრო მკაცრად კონტროლდება და ვერ აღადგენს იგივე ფუნქციებს, რასაც CrowdTangle აკეთებდა.
კომპანია მეტაში კი ამბობენ, პირიქით, CrowdTangle არ იძლეოდა სრული სურათის დანახვის საშუალებას, ამის ნაცვლად, მათ შექმნეს ახალი, უფრო კომპლექსური ინსტრუმენტი ანალიტიკოსებისთვის.