მთავარიმსოფლიოევროპაუკვე მესამე კვირაა, რუსეთის კურსკის რეგიონში უკრაინელთა სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს

უკვე მესამე კვირაა, რუსეთის კურსკის რეგიონში უკრაინელთა სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთში, კერძოდ, კურსკის რეგიონში, მიმდინარე უკრაინელთა სამხედრო ოპერაციის მიზანი ბუფერული ზონის შექმნაა, რათა აღკვეთონ რუსეთის მხრიდან შემდგომი თავდასხმები. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინის ლიდერმა 6 აგვისტოს დაწყებული სამხედრო ოპერაციის მიზნების შესახებ ისაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინელებმა ტორეცკის მახლობლად გაანადგურეს რუსული ტექნიკა და  მიაღწიეს სასარგებლო და საჭირო შედეგებს. მისი თქმით, ეს თავდაცვით ოპერაციაზე მეტია. მათი მთავარი ამოცანაა, რუსეთის რაც შეიძლება მეტი სამხედრო აღჭურვილობა და რესურსი გაანადგურონ  და მაქსიმალურად განახორციელონ კონტრშეტევა.

თავის ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა საერთაშორისო მოკავშირეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, დააჩქარონ ბრძოლის ველზე სამხედრო დახმარების მიწოდება.

ზელენსკის განცხადება იმ დღეს გაკეთდა, როცა უკრაინელმა სამხედროებმა კურსკში რიგით მეორე საკვანძო ხიდის აფეთქების ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელეს. ხიდების აფეთქებამ შესაძლოა შეაფერხოს რუსეთის არმიის მომარაგების მარშრუტები,  უკრაინელ ჯარისკაცებს კი მიეცემათ საშუალება,  გაიმაგრონ პოზიციები გარკვეულ მიმართულებებზე.

უკრაინელთა სამხედრო ოპერაციის ფარგლებში კიევის ძალებმა რამდენიმე სოფელი დაიკავეს და ტყვედ აიყვანეს ასობით ჯარისკაცი.

რეგიონიდან ათიათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური იერიშია რუსეთის ტერიტორიაზე.  ბრძოლები მესამე კვირაა გრძელდება. რუსებს უჭირთ უკრაინელთა განდევნა. კიევში იმედი აქვთ, რომ სამხედრო ოპერაცია ორი წლის განმავლობაში მიმდინარე ომის დინამიკას შეცვლის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend