მთავარიამერიკაეკვადორიეკვადორში ლითონის მოპოვებას აპროტესტებენ

ეკვადორში ლითონის მოპოვებას აპროტესტებენ

ეკვადორში, მას შემდეგ რაც სახალხო კონსულტაციების საფუძველზე, ანდური ჩოკოს ნაკრძალში წიაღისეულის მოპოვება აიკრძალა, გარემოსდამცველები კვლავ შიშობენ, რომ ტერიტორიის ბიომრავალფეროვნებას საფრთხე ემუქრება.

2023 წლის 20 აგვისტოს, კონსულტაციების მიმდინარეობისას, კიტოს მოსახლეობის 68%-მა ანდური ჩოკოს 124,000 ჰექტარის ტერიტორიაზე ლითონის მოპოვების აკრძალვას დაუჭირა მხარი.

,,ეს გამარჯვება ნიშნავს რომ ნაკრძალში წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები აღარ გაიცემა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ანდურ შოკოს ექნება გარანტირებული სივრცე მდგრადობის შესანარჩუნებლად სხვა ტერიტორიებისგან განსხვავებით, რომლებზეც სწორედ მაღაროები ახდენენ უარყოფით გავლენას”, – ამბობს ესტებან ბარიგა, კოლექტივის ,,კიტო მაღაროების გარეშე” წარმომადგენელი.

მიუხედავად აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისა, ბოლო წლის განმავლობაში სახელმწიფომ რამდენიმე გამონაკლისი დაუშვა. ტერიტორიაზე მეტალის მოპოვების მიზნით თორმეტი გამონაკლისია აღრიცხული. განიხილება კიდევ ექვსი შემთხვევა, რომელიც ჯამში დაახლოებით 27,000 ჰექტარს დაფარავს.

,,ეს ყველაზე მრავალფეროვანი ადგილია მსოფლიოში. დედამიწაზე იმ რამდენიმე ადგილს შორისაა, სადაც მცენარეებისა და ცხოველების ახალი სახეობების იდენტიფიცირება და აღწერაა შესაძლებელი. ამ ყველაფერს საფრთხე დაემუქრება, თუ დავუშვებთ წიაღისეულის მოპოვების გაფართოებას. სწორედ ამის წინააღმდეგ გავაკეთეთ არჩევანი. ამას ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა უნდა დაუჭიროს მხარი“ ,- ამბობს ინტი არკოსი, გარემოსდამცველი.

ანდური შოკო, კიტოს ხმაურიანი ქუჩებიდან რამდენიმე საათის გზაზეა. ჯუნგლები აყვავებული მცენარეულობით და ფაუნითაა მდიდარი. ვარაუდობენ, რომ ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 10,000 სხვადასხვა სახეობის მცენარეა, რომელთა 25%-იც ენდემურია.

რაც შეეხება ფაუნას, აღწერილია 270 სახეობის ძუძუმწოვარი, 210 ქვეწარმავალი, 200-ზე მეტი ფრინველი და 130 სახეობის ამფიბია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend