მთავარიგადაცემებიQATAR 365კატარს სურს ტექნოლოგიური სტარტაპების პლატფორმად იქცეს

კატარს სურს ტექნოლოგიური სტარტაპების პლატფორმად იქცეს

კატარი ცდილობს, რაც შეიძლება მეტად მოახდინოს საკუთარი ეკონომიკის დივერსიფიცირება. ამიტომ ეს ქვეყანა მზად არის, რომ ერთი მხრივ, მოდის თვალისმომჭრელ შოუს დაუთმოს სცენა, ხოლო მეორე მხრივ, იქცეს   ტექნოლოგიური სტარტაპების პლატფორმად.

გადაცემა Qatar 365-ის ამ ეპიზოდში განხილულია ტექნოლოგიის როლი ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში. „ევრონიუსის“ კორესპონდეტმა აადელ ჰალეემმა გაარკვია, თუ როგორ ცვლის ტექნოლოგია ბიზნესისა და მოდის სამყაროს თამაშის წესებს. ამის გასაგებად იგი დაესწრო ტექნოლოგიის, განათლების, ფინანსების, მოდისა და ხელოვნების TEFFA-ის (Technology, Education, Finance, Fashion and Art Conference)  მეორე კონფერენცია დოჰაში, რომელიც მშრეიბის უბანში გაიმართა.. ამ სამდღიანი კონფერენციის მთავარი თემა ხელოვნების თავისუფლება იყო. აადელი გაესაუბრა საერთაშორისო დონის ოსტატებს, რომელთაც თავი მოიყარეს კატარში, რათა წლევანდელი თემა „ხელოვნური ინტელექტი და ევოლუცია“ განეხილათ. ამ ღონსიძიებაზე წარმოდგენილი იყო აუგმენტირებულ რეალობაში გამართული მოდის ჩვენება, რომელიც ახლო აღმსოავლეთში პირველად ჩატარებული მოდის ჰაკატონის ფარგლებში გაიმართა.

კატარის გრძელვადიანი სტრატეგიაა ახალბედა ტალანტების ქვეყანაში მიზიდვა. ამ მიზნით კატარის ხელისუფლებამ 1 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიცია გამოყო, რათა რეგიონში მეწარმეობისა და სტარტაპების განვითარებას შეუწყოს ხელი. ამ ინვესტიციას მხარს უჭერს კატარის ინვესტიციების განვითარების სააგენტო Invest Qatar-ი თავისი „სტარტაპ კატარის“ ინიციატივის ფარგლებში. ეს ინიციატივა არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც შესაბამის ინფორმაციას აწვდის საერთაშორიოს სტარტაპებს, რათა მათ კატარში წამოიწყონ საქმიანობა და გაფართოვდნენ.

აადელი ესაუბრა სააგენტოს საინვესტიციო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროს მენეჯერ ფაჰად ალ-კუვარს, რათა გაეგო, თუ როგორ აპირებს ინვესტიციების განვითარების სააგენტო რეგიონის ფარგლებში მეწარმეობისა და ინოვაციების ხელშეწყობას.

2024 წელი კატარის სტარტაპების სექტორისთვის ღირსშესანიშნავი წელი გამოდგა, რადგან სულ უფრო მეტი ვენჩურული კაპიტალი ფონდი შევიდა სათამაშო მოედანზე. „ევრონიუსის“ კორესპონდენტი ლაილა ჰუმაირა ეწვია კატარის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ პარკს – ეს არის ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიკაციას უწყობს ხელს ინოვაციის გზით. ეს პარკი არის პლატფორმა იმ სტარტაპებისთვის, რომლებსაც სურთ, საკუთარი პროდუქტის იდეა რეალობად აქციონ.

ლაილა ესაუბრა კომპანია EMMA Systems-ის დამფუძნებელს, რომელმაც განმარტა, თუ როგორ მუშაობის მისი გუნდის  მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა, როგორ იყენებს ალგორითმებსა და მიმდინარე მომაცემებს, რათა აეროპორტის სახმელეთო მართვის სისტემა უფრო ეფექტიანი და უსაფრთხო იყოს.

ლაილა ასევე შეხვდა მაიკლ ლინტსს,  Golden Gate Ventures-ისა და კატარის ვენჩურული კაპიტალის ფირმა  Rasmal Ventures-ის პარტნიორს. ამ ფირმამ პირველი ადგილობრივი 100 მილიონი დოლარის მოცულობის ფონდი დაარსა.

კატარის სტარტაპების ინდუსტრია ზრდას აგრძელებს და აშკარაა,  რომ კატარისთვის პრიორიტეტია ინვესტიციები და საკუთარი ეკონომიკის დივერსიფიცირება.

ავტორი: ლაილა ჰუმაირა

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend